Tuesday, May 17, 2016

         დღეს, მთელი განვლილი დღეების მუშაობისა და მიღებული ცოდნისა და გამოცდილების  შეჯამების დღე მქონდა. ჩემ მიერ შექმნილ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს გადავავლე თვალი და გავიფიქრე რამდენად მნიშვნელოვანია აქ მიღებული გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვა,  საინტერესო და ეფექტური  სასწავლო პროცესის წარმართვისთვის.
         განსაკუთრებით მომეწონა მონაწილეთა მოსაზრებების გაზიარების მომენტი პროექტის მომზადების პროცესში , მსგავსი აქტივობა  პროექტის განხორციელებისას მოსწავლეთა სწორი მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობას გამოიწვევს . პროექტის გეგმისა და დამხმარე მასალების წარდგენის შემდეგ, წარმოვიდგინე ის გაკვეთილები, რომელსაც ანალოგიური აქტივობების განხორციელებით ჩავატარებ და კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა.... ნამდვილად ღირდა ის შრომა და მონდომება, რომელიც, როგორც ტრენერის გვანცა სალიასგან მოდიოდა, ასევე ყველა მონაწილისგან.                                        მადლობა ყველას თანამშრომლობისთვის და  ამ დღეების განმავლობაში გაზიარებული  
გამოცდილებისთვის.....

Monday, May 16, 2016

დღეს  შევისწავლე , როგორ შევქმნა პროექტებზე  დაფუძნებული სწავლებისათვის სასწავლო გარემო. გავაანალიზე რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების გამოყენება  და სწავლების პროცესში დანერგვა პროდუქტიულობის გაზრდისა  და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. გავიაზრე , თუ როგორ გავითვალისწინო თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელებისათვის საჭირო პროცედურები მოსწავლის მიერ  პროექტზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების მიზნით. ვფიქრობ ,რომ დღეს მიღებული ცოდნა და გამოცდილება აუცილებლად გამომადგება ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში, რაც ჩემი პროფესიული განვითარებისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს,
 დღეს ჩემთვის ნაცნობ ამპლუას დავუბრუნდი და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების გეგმა შევადგინე. ვფიქრობ რომ დღეს მიღებული გამოცდილება  დამეხმარება , სასწავლო პროექტის დაგეგმვის პროცესში მოსწავლეთა  განსხვავებული საჭიროებების  გათვალისწინებასა და მათ თვითრეგულირებად მოსწავლეებად  ჩამოყალიბების ხელშეწყობაში. გავაანალიზე,როგორ შევქმნა დამატებითი მასალები მოსწავლეთა გეზის მისაცემად და როგორ მოვახერხო თემისთვის საჭირო ფასილიტაციის დაგეგმვა. დღეს უკეთ გავიაზრე  რამდენად მნიშვნელოვანია   დიფერენცირებული სწავლების მეთოდი სწავლების პროცესში  მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყოის მიზნით. 

Sunday, May 8, 2016

დღეს გავაანალიზე, თუ როგორ ვუზრუნველყო მოსწავლეთა თვითშეფასება  მოსწავლის პრეზენტაციის მომზადების მომზადების პროცესში. როგორ შევქმნა მოსწავლეზე ორიენტირებული მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკა, რომელიც მოსწავლის პროექტში ჩართულობის პროგრესზე მონიტორინგის საშუალებას მომცემს. მსაგავსი რუბრიკების გამოყენება მოსწავლეებს დაეხმარება ობიექტურად შეაფასონ საკუთარი როლი და მონაწილეობა პროექტის მსვლელობისას და ჩამოუყალიბესებს 21-ე საუკუნის მოქალაქისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს: თავდაჯერებულობას, თანამშრომლობასა და  მიზანდასახულობას.

Saturday, May 7, 2016

დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგანაც დღეს მომეცა საშუალება მომერგო მოსწავლის როლი, გამეთავისებინა მისი მდგომარეობა პროექტის განხორციელების პროცესში, დამენახა ის საჭიროებები და მოთხოვნები,რომელიც რომელიც მოსწავლისათვის პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა აუცილებელი. ვფიქრობ რომ,დღეს მიღებული გამოცდილება დამეხმარება პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი აქტივობების დაგეგმვის დროს უკეთ გავიაზრო მოსწავლეთა შესაძლებლობები  და საჭიროებები. ემპათიის გრძნობის განცდა ,კი პროექტის წარმატებით განხორციელების საშუალებას მომცემს..

Wednesday, April 27, 2016

დღევანდელი დღე საინტერესო იყო, რადგანაც დღეს ვიმუშავე შეფასების შეჯამებაზე ინსტრუმენტებისა და მეთოდების გამოყენებით პროექტის განხორციელების სახვადასხვა ფაზაზე. ასევე შევისწავლე ინტერნეტის გამოყენება სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად',თუ როგორ დავიცვასაავტორო უფლებების ამა თუ იმ ინფორმაციის მოპოვების დროს. და როგორ გამოვიყენო ინტერნეტი მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით  სასწავლო პროცესის ეფექტიანობის, მიზნებისა და შედეგების მისაღწევად.

Sunday, April 24, 2016

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო , რადგანაც დღეს ვისწავლე შაბლონების შექმნა, მასში ტექსტის ჩაწერა და სურათების ჩასმა ონლაინ ინტერნეტ რეჟიმში. გავეცანი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დასმის ტექნიკას, ვიმუშავე  შეფასების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებაზე პროექტის განხორციელების პროცესში, განსაკუთრებით საინტერესო იყო პროექტის დროში გაწერილი შეფასების რუბრიკა, რომელიც საშუალებას იძლევა პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე მოსწავლეთა საჭიროებებისა და  შესაძლებლობების განსაზღვრის და პროგრესის მონიტორინგის საშუალებას იძლევა.დღეს მიღებულ ცოდნასა და უნარებს აუცილებლად გამპვიყენებ და დავნერგავ პრაქტიკაში .

Saturday, April 23, 2016

დღევანდელი დღე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ დღეს უშუალოდ შეხება მქონდა პროექტის შექმნის საწყის პროცესთან, გავიაზრე პროექტის დაგეგმვისათვის აუცილებელი აქტივობების დაგეგმვის პროცესი.  შევიმუშავე პრობლემის იდენტიფიცირების სტრატეგია და არსებულ პრობლემატიკაზე მუშაობის უნარები. როგორ გავაკეთო აქცენტი მოსწავლეზე ,  როგორც პროექტის მთავარ ორიენტირზე და როგორ დავუკავშირო პროექტში გამოვლენილი პრობლემა თანამედროვე რეალურ ყოფა-ცხოვრებას.

Sunday, April 17, 2016

დღე-1

საკმაოდ საინტერესოდ და შინაარსიანად წარიმართა დღევანდელი ტრენინგი.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პროექტული სწავლების დანერგვის მნიშვნელობის გააზრება სწავლა-სწავლების პროცესში.ტრენერის მიერ მომზადებული პრეზენტაცია პროდუქტიული იყო იმ თვალსაზრისით რომ ნათლად დავინახე პროექტული სწავლების დადებითი მხარეები,რომ ამ მეთოდით მოსწავლე თავად ხდება ცოდნის შეძენის მონაწილე, უვითარდება თანამშრომლობის, კვლევა-ძიების, პრობლემების დანახვის, გადაჭრის გზების ძიების უნარები. მოსწავლეებში იწვევს მოტივაციის უნარის, მათი თვითშეფასებისა და შესაძლებლობების უნარების განვითარებას.
 მადლობა მინდა გადავუხადო ტრენერს დღევანდელი დღისთვის და იმ ტექნოლოგიური უნარების გაცნობისათვის,(google Drive) რომელიც ძალიან გამომადგება ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში