დღეს, მთელი განვლილი დღეების მუშაობისა და მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შეჯამების დღე მქონდა. ჩემ მიერ შექმნილ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს გადავავლე თვალი და გავიფიქრე რამდენად მნიშვნელოვანია აქ მიღებული გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვა, საინტერესო და ეფექტური სასწავლო პროცესის წარმართვისთვის.
განსაკუთრებით მომეწონა მონაწილეთა მოსაზრებების გაზიარების მომენტი პროექტის მომზადების პროცესში , მსგავსი აქტივობა პროექტის განხორციელებისას მოსწავლეთა სწორი მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობას გამოიწვევს . პროექტის გეგმისა და დამხმარე მასალების წარდგენის შემდეგ, წარმოვიდგინე ის გაკვეთილები, რომელსაც ანალოგიური აქტივობების განხორციელებით ჩავატარებ და კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა.... ნამდვილად ღირდა ის შრომა და მონდომება, რომელიც, როგორც ტრენერის გვანცა სალიასგან მოდიოდა, ასევე ყველა მონაწილისგან. მადლობა ყველას თანამშრომლობისთვის და ამ დღეების განმავლობაში გაზიარებული
გამოცდილებისთვის.....