დღევანდელი დღე საინტერესო იყო, რადგანაც დღეს ვიმუშავე შეფასების შეჯამებაზე ინსტრუმენტებისა და მეთოდების გამოყენებით პროექტის განხორციელების სახვადასხვა ფაზაზე. ასევე შევისწავლე ინტერნეტის გამოყენება სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად',თუ როგორ დავიცვასაავტორო უფლებების ამა თუ იმ ინფორმაციის მოპოვების დროს. და როგორ გამოვიყენო ინტერნეტი მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით სასწავლო პროცესის ეფექტიანობის, მიზნებისა და შედეგების მისაღწევად.
Wednesday, April 27, 2016
Sunday, April 24, 2016
დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო , რადგანაც დღეს ვისწავლე შაბლონების შექმნა, მასში ტექსტის ჩაწერა და სურათების ჩასმა ონლაინ ინტერნეტ რეჟიმში. გავეცანი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დასმის ტექნიკას, ვიმუშავე შეფასების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებაზე პროექტის განხორციელების პროცესში, განსაკუთრებით საინტერესო იყო პროექტის დროში გაწერილი შეფასების რუბრიკა, რომელიც საშუალებას იძლევა პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე მოსწავლეთა საჭიროებებისა და შესაძლებლობების განსაზღვრის და პროგრესის მონიტორინგის საშუალებას იძლევა.დღეს მიღებულ ცოდნასა და უნარებს აუცილებლად გამპვიყენებ და დავნერგავ პრაქტიკაში .
Saturday, April 23, 2016
დღევანდელი დღე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ დღეს უშუალოდ შეხება მქონდა პროექტის შექმნის საწყის პროცესთან, გავიაზრე პროექტის დაგეგმვისათვის აუცილებელი აქტივობების დაგეგმვის პროცესი. შევიმუშავე პრობლემის იდენტიფიცირების სტრატეგია და არსებულ პრობლემატიკაზე მუშაობის უნარები. როგორ გავაკეთო აქცენტი მოსწავლეზე , როგორც პროექტის მთავარ ორიენტირზე და როგორ დავუკავშირო პროექტში გამოვლენილი პრობლემა თანამედროვე რეალურ ყოფა-ცხოვრებას.
Sunday, April 17, 2016
დღე-1
საკმაოდ საინტერესოდ და შინაარსიანად წარიმართა დღევანდელი ტრენინგი.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პროექტული სწავლების დანერგვის მნიშვნელობის გააზრება სწავლა-სწავლების პროცესში.ტრენერის მიერ მომზადებული პრეზენტაცია პროდუქტიული იყო იმ თვალსაზრისით რომ ნათლად დავინახე პროექტული სწავლების დადებითი მხარეები,რომ ამ მეთოდით მოსწავლე თავად ხდება ცოდნის შეძენის მონაწილე, უვითარდება თანამშრომლობის, კვლევა-ძიების, პრობლემების დანახვის, გადაჭრის გზების ძიების უნარები. მოსწავლეებში იწვევს მოტივაციის უნარის, მათი თვითშეფასებისა და შესაძლებლობების უნარების განვითარებას.
მადლობა მინდა გადავუხადო ტრენერს დღევანდელი დღისთვის და იმ ტექნოლოგიური უნარების გაცნობისათვის,(google Drive) რომელიც ძალიან გამომადგება ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში

Subscribe to:
Posts (Atom)